Monday, June 7, 2010


წყალი მაღალი ქიმიური აქტიურობით ხასიათდება.წყლის რამდენიმე თვისებას-რეაქციას დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს:
ქლორირება წყალგამწმენდ სადგურებსა და საცურაო აუზებში წყლის დეზინფექციისათვის გამოიყენება;მეტალების წყალთან ურთიერთქმედებით ლაბორათორიაში ტუტეებისა და წყალბადის მიღება შეიძლება;"კირის ჩაქრობის"რეაქციას ხშირად იყენებენ მშენებლობაზე; მცენარე საკვებ იონებს ნიადაგიდან წყალხსნარების სახით იღებს.
სარწყავად გაცილებით უფრო მეტი წყალი იხარჯება, ვიდრე სასმელად.
ნებისმიერი პროდუქტის წარმოება შეუძლებელია წყლის გარეშე. მაგალითად,1 ტ ქაღალდის წარმოებაზე 900მ3,1 ტ ფოლადის წარმოებაზე კი 120მ3 წყალი იხარჯებატექნიკურ პროგრეს თან ახლავს გარემოს დაბინძურების მატება და პირველ რიგში -წყლის გაჭუჭყიანება.ხშირად მდინარეებში,ზღვებსა და ოკეანეებში მრავალი სხვადასხვა სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერება ჩაედინება. გაჭუჭყიანებისგან წყლების დაცვის ძირითადი ღონისძიება იმ მეთოდების დანერგვაა,რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს ჩამდინარე წყლების წარმოქმნას-უნარჩენო ტექნოლოგია.ალი დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ნაერთია. მდინარეებისა და ზღვების მსგავსად, ნებისმიერი ცოცხალი არსებაც წყალს შეიცავს დამ ის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. შისხლი და მცენარეთა წვენი, ძირითადად წყლისგან შედგება.
ჩვენი პლანეტის ზედაპირის ¾¾ უკავია ზღვებსა და ოკიანეებს, მყარი წყლით _ თოვლით და ყინულით დაფარულია ხმელეთის 20%. წყალზეა დამოკიდებული პლანეტის კლიმატი. წყალი რომ არა დედამიწა დიდი ხნის წინ გაცივდებოდა და ქვის უსიცოცხლო ნატეხად გადაიქცეოდა. Mას ძალიან დიდი სითბო ტევადობა აქვს. Gგახურებული ის შთანთქავს სითბოს, გაგრილებული გასცემს მას. მიწისქვეშა წყლები შთანთქავს კიდეც და აბრუნებს ძალიან ბევრ სითბოს.
სუფთა წყალი, ანუ წყალი რომელიც არანაირ გახსნილ ნივთიერებას არ შეიცავს, დუღს 100˚ც-ზე და იყინება 0˚ც-ზე. თუ წყალი რაიმე გახსნილ ნივთიერებას შეიცავს, მისი დუღილის ტემპერატურე უფრო მაღალია, ხოლო გაყინვის ტემპერატურა უფრო დაბალია. სუფთა წყალი გამჭვირვალე, უსუნო სითხეა, სქელ ფენებში მოცისფეროა.
როგორც ცნობილია, წყლის მოლეკულა შედგება ორი ატომი წყალბდისგან და ერთი ატომი ჟანგბადისგან. ჟანგბადის ორი პ-ელექტრონული ღრუბელი წვეროებში გადაფარულია წყალბადის ს-ელექტრონული ღრუბლით. ატომთა შორის დამყარებულია კოვალენტურ-პოლარული ბმები. ატომების შემაკავშირებელი ელექტრონული ღრუბლების სიმკვრივე გადაწეულია უფრო ელექტროუარყოფითი, ჟანგბადის ატომისკენ. Aმიტომ წყალბადის ატომებზე არის ჭარბი დადებითი მუხტი, ჟანგბადის ატომებზე _ ჭარბი უარყოფითი მუხტი. –ანგბადის ატომში პ-ელექტრონული ღრუბლები ურთიერთ მართობულია, მაგრამ წყალბადის ერთსახელიანი, დადებიოთ მუხტიანი ატომების განზიდვის გამო, ბმებს შორის კუთხე გაზრდილია 105˚-მდე. დადებითი და უარყოფითი მუხტების ცენტრები, მოლეკულაში ერთმანეთს არ ემთხვევა, რის გამოც წყლის მოლეკულა არის ორპოლუსიანი ნაწილაკი __ დიპოლი,
წყალი ძალიან კარგი გამხსნელია; ბევრი ნივთიერება წყალში ადვილათ იხსნება და ხსნარებს წარმოქმნის. სწორედ ამიტომ წყალი სუფთა სახით იშვიათად გვხვდება.
იონური ნივთიერება წყალში ადვილად იხსნება. მათ იონებს ელექტრონული მუხტი აქვს და ისინი წყლის მოლეკულების მუხტით მიიზიდება და განაპირობებს იონური ნაერთების წყალში ხსნადობას და მათ ელეQტრონულ დისოციაციას.
ბუნებაში გავრცელებული წყალი რთული შემადგენლობის ხსნარია. მასში გახსნილია მარილები, გაზები შედარებით სუფთაა.
წვიმის და თოვლის ნადნობი წყალი. ზოგიერთი წყაროს წყალი დიდი რაოდენობით შეიცავს გახსნილ მარილებს და გაზებს, ასეთ წყალს მინერალური წყალი ეწოდება. ზღვის წყალი 3%-მდე მარილებს შეიცავს. სუფთა წყლის მისაღებად ჩვეულებრივ წყალს გამოხდიან.
აორთქლების დროს წყალი წარმოქმნის აირს, რომელსაც წყლის ორთქლი ეწოდება, გაყინვისას კი წაროქმნის მყარ ნივთიერებას __ ყინულს, სხვა ნივთიერებებისგან განსხვავებით წყალი გაყინვისას ფართოვდება. Aმგვარად ყინულს წყალზე ნაკლები სიმკვრივე აქვს და იგი წყალში ტივტივებს. Aმის გამო თევზებსა და სხვა არქტიკულ ცხოველებს შეუძლიათ ყინულის ქვეშ იცხოვრონ.
შუშხუნა სასმელების შუშხუნი იმით არის გამოწვეული, რომ წყალში ნახშირბადის დიოქსიდის აირია გახსნილი. ჭნევის შემცირებისას ხსნარში გახსნილი აირის რაოდენობა მცირდება. სწორედ ამიტომ, როცა შუშხუნა სასმელს გავხსნით და ამით მის წნევას ვამცირებთ, მასში გახსნილი ნახშირბადის დიოქსიდი ბუშტულების სახით გამოიყოფა.
წყალი მუდმივად მიმოიქცევა დედამიწას, ატმოსფეროსა და ცოცხალ არსებებს შორის. Aმას წყლის მიმოქცევა ეწოდება. Mმდინარეებიდან, ტბებიდან და ზღვებიდა წყალი განუწყვეტლივ და ჰაერში წყლის პაწაწინა წვეთებს წარმოქმნის, წვეთები ღრუბლებს ქმნის და დედამიწას წვიმის, თოვლის ან სეტყვის სახით უბრუნდება. (ილუსტრაცია)
წყალი ასოცირებული სითხეა, ის შედგება ორმაგი, სამმაგი (H2O)2, (H2O)3 და უფრო რთული მოლეკულებისგან. წყლის მოლეკულების ასოციაციას განაპირობებს წყალბადური ბმა. წყალბადური ბმა მყარდება მოცემული მოლეკულის, წყალბადატომისა და მეზობელ მოლეკულაში ბმულ ძლიერ ელექტრონუარყოფით F, O ან N – ის ატომებს შორის. წყლის მოლეკულა საკმაოდ დიდ ქიმიურ მდგომარეობას იჩენს მაღალი ტემპერატურის მოქმედებისადმი, მაგრამ 1000˚ც – ზე ის იწყებს დაშლას.ka.vikipedia.org

No comments:

Post a Comment